მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

27 აპრილიდან პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყება

პარლამენტის სხდომა

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან და საპარლამენტო პოსტებზე არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავას როტაციასთან დაკავშირებული პროცედურები ხვალიდან დაიწყება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ამჟამად პირველი ვიცე-სპიკერი ასრულებს. 27 აპრილს, პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება.

შემდეგ ბიუროს სხდომა გაიმართება და სესიის დღის წესრიგს პარლამენტის ახალი თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერის არჩევის საკითხები დაემატება. ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა იქნება საჭირო.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ კახა კუჭავა წარადგინა, მას შემდეგ რაც არჩილ თალაკვაძემ პოსტი დატოვა.

კახა კუჭავამ თანაგუნდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტის წინაშე მდგარი გამოწვევები შესაძლებლობად უნდა იქნეს გამოყენებული.

✅კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა

✅თამთა მეგრელიშვილი: კახა კუჭავა მაღალი დონის პროფესიონალია. დარწმუნებულები ვარ, პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე იქნება, რაც პარლამენტში შემავალ პოლიტიკურ ძალებზეც აისახება