პოლიტიკა

„30 თუ 40 ათასი ლარის გამო ქვეყანა დაანგრიეს, ღირდა ამად?“ - ეკა ბესელია

პარტია
სამართლიანობისთვის
ლიდერი
1614330247
დაკოპირებულია

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 26 თებერვლის საპროტესტო აქციას უერთდება და მიაჩნია, რომ განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, ყველა ინდივიდუალური პროტესტის გამოსახატავად უნდა მივიდეს.

ბესელია ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს ძალიან მარტივად შეეძლო აღნიშნული პროტესტისგან თავის არიდება, მაგრამ ვერ შეძლეს და ახლა ყველა მათ მიერ შექმნილ ჩიხშია.

„ძალიან მარტივად გასააზრებელი იყო, როგორ შეიძლებოდა ამისგან თავის არიდება, მაგრამ ყველა ვართ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ჩიხში. დიდი ხანია არ ვრეაგირებ „ქართული ოცნების“ კომენტარებზე, ისინი უკვე კოლექტიურ კობახიძეებს განასახიერებენ და არ აქვთ აღქმის და ანალიზის უნარი,“ - აცხადებს ბესელია.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესებში მთავარი არის საზოგადოება.

„ამ პროცესში მთავარი არის ჩვენი საზოგადოება. არ უნდა მიექცეს ყურადღება, ვის გვერდით ვიდგებით აქციაზე, მიმაჩნია, რომ ინდივიდუალურად ყველა უნდა გამოხატავდეს თავის პირად პროტესტს მიმდინარე მოვლენების მიმართ,! - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იგი მელიას საქმესაც ეხმიანება და უკვირს, რატომ უღირდა მმართველ გუნდს ფულის გამო ამ არეულობის შექმნა.

„არავის სჯერა, რომ მელიას მიმართ გამოტნილი გადაწყვეტილება სამართლიანი იყო.

30 თუ 40 ათასი ლარის გამო ქვეყანა დაანგრიეს, ღირდა ამად?

თანხის გადაუხდელობა არ არის პატიმრობის საფუძველი, თუ არ არსებობს დასაბუთება და ამ საქმეში არ არსებობდა დასაბუთება.“ - აცხადებს იგი.

ბესელია მიიჩნევს, რომ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა მმართველი გუნდის დასასრულისკენ მიუთითებს.

„დიდი ხანია ოცნების დასასრულს ვხედავ, ეს უკვე ფინალია, გახარიას წასვლა იყო წერტილი, ღარიბაშვილის მოსვლამ კი მათი ნგრევის პროცესი დააჩქარა.

ოცნებამ თვითონ უნდა აირჩიოს მტკივნეულად გადავიდეს ოპოზიციაში, თუ ცივილური მეთოდით. ვადამდელი არჩევნების დანიშვნით.“ - აცხადებს ეკა ბესელია.

ინფორმაციისთვის, დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას მხარდასაჭერად გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს.

13:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას, სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გამართავენ.

აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე, დაიწყება. აქციას შეუერთდება რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც, იგეგმება კარვების გაშლაც.

მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

იხილეთ აგრეთვე:

„ხვალინდელი აქცია იქნება უწყვეტი პროტესტის დასაწყისი“ - გიგი უგულავა

„საქართველოში ადამიანებს უფლება აქვთ, პროტესტი გამოხატონ იმის მიუხედავად, საფუძვლიანია თუ არა ის“ - სარჯველაძე

21 აპრილი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1619030000

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

1619028269

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

1619026150

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

1619024956
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ ვა...

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის,...

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.