მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

31% „ქართული ოცნება“, 5% - „ნაციონალური მოძრაობა“ - NDI-ის კვლევის შედეგები

ქართული ოცნება

NDI-ის საზოგადოების განწყობის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 31% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პოლიტიკური პარტიებიდან „ქართული ოცნება“ დგას. 

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 25% ასეთად არცერთ პარტიას არ მიიჩნევს, 24% პასუხზე უარს ამბობს, „არ ვიცი“ - აცხადებს 5%, ხოლო 9% სხვა ოპოზიციურ პარტიებს ასახელებს.

კვლევაში ასევე დასმულია კითხვა ახალი პარლამენტის მიმართ მოსაზრებაზე, რომლის პასუხადაც გამოკითხულთა 41% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახალი პარლამენტი იმუშავებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ პოზიციას არ იზიარებს 32%, 27% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხისგან თავი შეიკავა.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები სრულად იხილეთ ბმულზე.

👉 ინფორმაციისთვის, NDI-ის მიერ მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა 2020 წლის დეკემბერში ჩატარდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

NDI: გამოკითხული მოსახლეობის 50% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს

NDI: გამოკითხული მოსახლეობის 38% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

„ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის“ - NDI კორონავირუსის მიმართ მოსახლეობის მოლოდინებს აღწერს