მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი: როგორც დავდიოდით ფეხით ისე ვივლით, პრივილეგიებისთვის მანდატი არ მჭირდება

ელისაშვილის პასუხი გიგი უგულავას

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

მან  აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მთავარი მიზანი იყო გაეგო, აქვს თუ არა მზაობა და კომპრომისი იმ 4 საკითხისადმი „ქართულ ოცნებას“ რაც ოპოზიციამ წამოაყენა. 

„გაიწელა ეს პოლიტიკური კრიზისი, ღარიბდება ეს ქვეყანა და ამ დროს ოპოზიციაში არის ეს მთელი იწილო-ბიწილო, ჩვენ ვცადეთ ყველაფერი.

დღეს ბევრი რამ დასაზუსტებელი იყო. დავსვით პოლიტპატიმრების საკითხიც, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამას არ აღიარებს, მაგრამ არ მოვეშვებით ამ თემას"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, ასევე საუბარი იყო რიგგარეშე არჩევნების საკითხზეც. შეხვედრას მამუკა მდინარაძე და არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა.

„ პოლიტპატიმრების საკითხი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყვეტილია. 5-დან 2 ადამიანი ხუსკივაძე და კობალაძე არიან გამოსულები, ჩვენ გვინდა რომ ეს საკითხი დაიძრას. პოლიტპატიმრები ჩვენთვის პრინციპული საკითხია და მათ გარეშე პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ.

ამდენი ხანი სხვებს ვუწევდით ანგარიშს, ყველაფერი ვცადეთ ოპოზიციასთან , ბოლოს ზურგი გვაქციეს. რაც მოვიპოვეთ მოდით დავაგვირგვინოთ ეს მოლაპარაკება. ზოგს ეს ინტერესი აქვს - ზოგს ის.

დავამთავრეთ საუბარი და კინკლაობა, ზედმეტებიც მოგვივიდა ნამდვილად, მე ერთ-ერთი ვარ ვისაც განსაკუთრებით ზედმეტი მომივიდა. თუმცა იმ ინციდენტს არ ვგულისხმობ, მე მქონდა ამაზე რეაქცია და პასუხი.

ნებისმიერი ინციდენტის მიუხედავად მოვიდნენ ვისაც უნდა და დავილაპარაკოთ.

მე პრივილეგიებისთვის მანდატი არ მჭირდება. მე და ლევან იოსელიანი 2 კაცის კი არა გაცილების მეტის გასაკეთებელს გავაკეთებთ. როგორც დავდიოდით ფეხით ისე ვივლით. ჩვენ ვიქნებით ხალხის სამსახურში და უფრო მეტად დავეხმარებით მათ.

სხვებისგან განსხვავებით არ გვიცანცარია. არ მოგვითხოვია საბიუჯეტო დაფინანსება და უარი ვთქვით ხელფასების დარიცხვაზე.

ჩვენ თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას, არც სააკაშვილსა და არც ბოკერიას ვუთანხმებთ გადაწყვეტილებას.

ამჟამად დიპლომატებთან გვაქვს კომუნიკაცია. შესაძლოა იქეთა კვირას კიდევ ერთი შეხვედრა იყოს."- განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საკანონმდებლო ორგანოში ალეკო ელისაშვილი თანაგუნდელთან ლევან იოსელიანთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

იხილეთ აგრეთვე:

❗„საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით პროგრესია“ - ელისაშვილი თალაკვაძესთან შეხვედრაზე

❗„გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა“ - მდინარაძე

❗მამუკა მდინარაძე: საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეული დეტალების გარდა, ჩვენ პრაქტიკულად შეთანხმებულები ვართ

❗„პარლამენტში შეიძლება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ვიხილოთ“ - თალაკვაძე