მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ან მიდიხართ ლიეტუვას გზით ან ხდებით ბელარუსი“ - ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ლიეტუვის სეიმის წევრი

„მახსოვს ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, როცა საგარეო საქმეთა მინისტრმა მითხრა ჟიგის ან ვუერთდებით ნატოს და ევროკავშირს ან ვკვდებით, თქვენც ან მიდიხართ ლიეტუვას გზით ან ხდებით ბელარუსი“, - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. 

ჟიგიმანტას პავილიონისის თქმით, საქართველოს თუ სურს ლიეტუვას გზით სვა, მაშინ უნდა გაერთიანდეს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის ხიდების მშენებლობისთვის“.

„კარგი საუბარი გვქონდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. ვფიქრობ, ახლა იხსნება შესაძლებლობების ფანჯარა ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის პირობებში. მსურს, რომ ამ სივრცეში საქართველო ჩემპიონი იყოს, რადგან კავკასიაში საქართველო არის ამ პოლიტიკის შუქურა.

თქვენ რეგიონში რთული სიტუაცია გაქვთ. მზად ვართ რეგიონის სტაბილურობაში წვლილი შევიტანოთ ამიტომ გვჭირდება საქართველო როგორც ლიდერი და ჩემპიონი. დიახ, ამისთვის საჭიროა შიდა სიტუაციის დეესკალაცია დიალოგის გზით.

რასაც ვამბობ განმეორებული იქნება ყველა დონეზე, იქნება ეს საგარეო საქმეთა მინისტრი თუ პრეზიდენტი, ვინც შესაძლოა თქვენ ქვეყანას ეწვიოს. ჩვენ მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ. ჩვენი ისტორიული გამოცდილების შესაბამისად, ჩვენ ერთი გაკვეთილი კარგად ვისწავლეთ, რომ მემარჯვენეებმა და მემარცხენეებმა ერთად უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ სტრატეგიულ მიზნებს მიაღწიონ.

ჩვენ რაც შეგვიძლია ისაა, რომ გყავდეს მეგობრები ყველა მხარეს და გიყვარდეს საქართველო მთელი გულით, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ მართლა გვსურს დახმარება, გთხოვთ გააკეთეთ ყველაფერი რაც შესაძლებელია გაერთიანებისთვის. წინ გაქვთ კონსტიტუციის დღე, 100 წელი გადის ოკუპაციის დღიდან, აღვნიშნოთ ეს დღე როგორც ერთიანობის დღე.

ვიმედოვნებ, ორივე მხარე იპოვის ამის ძალას. გვსურს შევხვდეთ ყველა მხარეს, რომ ყველა კუთხიდან შევხედოთ საკითხს. შესაძლოა, გამოსავლის გზებზე ხვალ უფრო მეტის თქმა შევძლო.

მახსოვს ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, როცა საგარეო საქმეთა მინისტრმა მითხრა ჟიგის ან ვუერთდებით ნატოს და ევროკავშირს ან ვკვდებით, თქვენც ან მიდიხართ ლიეტუვას გზით ან ხდებით ბელარუსი. თუ გსურთ ლიეტუვის გზით სვლა, გაერთიანდით. გვიანი არ არის. გვიანი იქნება, როდესაც ქუჩებში ტანკებს დაინახავთ.

პრობლემა ისაა, რომ დღეს რუსებს ტანკები აღარ სჭირდებათ, თქვენ თქვენით ებრძვით ერთმანეთს, პუტინს საუკეთესო საჩუქარს უკეთებთ. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ მზად არის ხიდების მშენებლობისთვის და იმედი მაქვს, ის ხალხი ვინც პარლამენტში არ არიან, ასევე მზად არიან“, - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ინფორმაციისთვის, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობისა“ და ასევე „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ იმსჯელეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „გთხოვთ, დაელაპარაკეთ ერთმანეთს! შეწყვიტეთ რეპრესიები“ - ლიეტუვას სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

✔️ „მთავარი მიზანია მოლაპარაკებების გზით კრიზისის განმუხტვა“ - გიგა ბოკერია