მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გთხოვთ, დაელაპარაკეთ ერთმანეთს! შეწყვიტეთ რეპრესიები“ - ლიეტუვას სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

„ჩვენ არავინ ჩაგვისვამს ციხეში, თუ რეპრესიები და კონფლიქტები გაგრძელდება საქართველოს შანსები შემცირდება“, - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ლეიტუვა მზად არის დაეხმაროს როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას.

პავილიონისის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ მხარეები ერთმანეთს დაელაპარაკონ.

„მზად ვართ ჩვენი შუამავლობა შევთავაზოთ, მაგრამ დიალოგისთვის პარტნიორი გჭირდებათ. არ შეიძლება პარტნიორის დაპატიმრება. იმედი გვაქვს, რომ შესაძლებლობა გვექნება ვიყოთ შუამავლები ხელისუფლებას, ნიკა მელიას და მთლიანად ოპოზიციას შორის.

ვფიქრობ, საქართველომ ნამდვილად უნდა გამოიყენოს ეს შანსი. გაყვებით ან ლიეტუვას გზას ან სხვების მიმართულებას. თუ ეს იქნება ლიეტუვას გზა, ვხედავ დიდ შანსს, რომ შეხვიდეთ ევროკავშირსა და ნატოში.

როდესაც ჩვენ ვწევრიანდებოდით ნატოსა და ევროკავშირში, ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით ერთად. ჩვენ არავინ ჩაგვისვამს ციხეში, თუ რეპრესიები და კონფლიქტები გაგრძელდება საქართველოს შანსები შემცირდება. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ, ძალიან გთხოვთ ისაუბრეთ ერთმანეთთან, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები! გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები! შეწყვიტეთ სასამართლო საქმეები, რომლებიც ხელს უშლის ამ დიალოგის გაგრძელებას და დაიწყეთ ხიდების მშენებლობა მომავლისკენ“, - აცხადებს ჟიგიმანტას პავილიონისი.

ინფორმაციისთვის, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობისა“ და ასევე „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს შეხვდა.

მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ იმსჯელეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მოლაპარაკებას აზრი ექნება, მაშინ თუ ქვეყანაში არსებულ კრიზისს „ქართული ოცნება“ სერიოზულად შეხედავს“ - ჯაფარიძე

✔️ „შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც“ - ნიკა მელია