მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მთავარი მიზანია მოლაპარაკებების გზით კრიზისის განმუხტვა“ - გიგა ბოკერია

ბოკერია მთავრობის ადმინისტრაციაში

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, მნიშნელოვანია საქართველოს მეგობრების დახმარებით, ქვეყანაში კრიზისი განიმუხტოს. 

ბოკერია იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები განახლდება და მმართველი გუნდი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება.

„მთავარი მიზანი შუამავლობა კი არ არის, მთავარი მიზანია კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკების გზით. როგორც აღვნიშნე, ჩემი აზრით ვინმეს თუ აქვს მორალური და ავტორიტეტი, არა რომელიმე პოლიტიკური ძალის წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე, ეს არიან ჩვენი ლიეტუველი მეგობრები.

მოწადინებული ვართ, რომ ყველა ჩვენი მეგობრის დახმარებით ეს კრიზისი იქნას მშვიდობიად განმუხტული, ოღონდ ამას პოლიტიკური ნება მთავრობისგან სჭირდება, ამას სჭირდება სვლა რიგგარეშე არჩევნებისკენ. იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები განახლდება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ლიეტუას სეიმის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ლიდერებს ხვდება

✔️ ნიკა მელია: ხვალიდან ჩვეულებრივად ვმუშაობ, მექნება შეხვედრები, მოსკოვის პროსპექტზე გასვენებაში მივდივარ