მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიგა ბოკერია: იმედი მაქვს უკიდურეს უტიფრობას არ ჩაიდენენ და მელიას არ დაიჭერენ

ბოკერია მთავრობის ადმინისტრაციაში

„ამ საქმის გაღვიძება მაშინ, როცა მათ გაიგეს, რომ ოპოზიცია პროტესტის ახალი ტალღისთვის ემზადება, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისა და მთელი პოლიტიკური სპექტრის დაშინების მიზანს“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.

მისი თქმით, თუ ნიკა მელიას დააკავებენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საზოგადოების მხრიდან უფრო ძლიერ პროტესტს მიიღებს.

„თუ ასეთი ნაბიჯი გადადგეს, რომ მელიას დაიჭერენ, ეს ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური კლოუნების ბედს გახდის დრამატულს და საზოგადოების ბრაზს გააათმაგებს. თუ ასეთ უტიფრობას ჩაიდენენ, ეს პროცესებს დააჩქარებს. იმედი მაქვს, ასეთ უკიდურეს უტიფრობასა და სიბრიყვეს არ ჩაიდენენ“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ნიკა მელიას გირაოს გადაუხდელობის გადაწყვეტილებაში ეთანხმება.

„ნიკა მელიას გადაწყვეტილება რომ გირაო არ გადაიხადოს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არა მისი პერსონალური ინტერესებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებისთვის“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

გადაწყვეტილებას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, 4-მა დეპუტატმა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ პარტია „მოქალაქეების“ წევრებმა ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა მისცეს ხმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მოკლე ხანში შეგყრით ყველას ციხეში“ - შალვა ნათელაშვილი პარლამენტის დეპუტატებს

„მოხალისე პიონერებივით ჩამდგარი ვითომ ოპოზიცია ვნახეთ, რომელიც გირაოზე ლაპარაკობდა“ - უგულავა

„ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში ვერცერთი ოპოზიციონერი პარლამენტში ვერ შევა“ - გია ხუხაშვილი