მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არანაკლებ გამოცდილი ფიგურებია პარტიაში, რომლებიც მათ ღირსეულად ჩაანაცვლებენ“ - კახიძე უგულავასა და ბაქრაძის გადაწყვეტილებაზე

ოპოზიციონერი დეპუტატი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე პარტიის დატოვების შესახებ თანაგუნდელების დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

კახიძის თქმით, არ აპირებს ყოფილი თანაგუნდელების მისამართით ხელის გაშვერას.

„ყოფილი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, არ ვაპირებ არც მათკენ ხელის გაშვერას, არც რაიმე ტიპის უკუ-გადაბრალებას, ზოგადად, ეს განხილვები ლამაზად არ მიმაჩნია.

რაც შეეხება მათ წასვლას, არასოდეს არის კარგი, როცა პარტიას ვინმე ტოვებს, მაგრამ არანაკლებ გამოცდილი ფიგურები არიან ჩვენს პარტიაში, რომლებიც ჩემი აზრით მოახერხებენ მათ ღირსეულად ჩანაცვლებას, ვგულისხმობ აკაკი ბობოხიძეს, გიგი წერეთელს“, - განაცხადა კახიძემ.

ინფორმაციისთვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. დღესვე გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც ახალ ხელმძღვანელობას აირჩევენ.

პარტიაში რჩება გიგა ბოკერია. დავით ბაქრაძე „ევროპულ საქართველოში“ პარტიულ თანამდებობაზე გიგა ბოკერიას დარჩენას არ ეთანხმება.

ამავე თემაზე 👇

👉 „პასუხისმგებლობა ბოკერიასაც უნდა აეღო“ - ხუხაშვილი „ევროპული საქართველოდან“ ლიდერების წასვლაზე

👉 „ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა“ - უგულავა ბოკერიაზე

👉„განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო პარტიაში მისი დარჩენა“ - დავით ბაქრაძე