მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბასილაია: პ​ოლიციელებო, სპეცრაზმელებო, იმოქმედეთ გონივრულად

ბასილაიას მიმართვა სამართალდამცავებს

პ​ოლიციელებლო, სპეცრაზმელებო, იმოქმედეთ გონივრულად, ამ ძალადობისთვის ხვალ, ზეგ, მაზეგ მოგეთხოვებათ. - ამის შესახებ ბექა ბასილაიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ვერც წყალი, ვერც გაზი ქართველი ხალხის ნებას ვერ დათრგუნავს, პოლიციელებლო, სპეცრაზმელებო, იმოქმედეთ გონივრულად, მე არ გეტყვით, რომ იმოქმედოთ პატრიოტულად, რადგან პატრიოტიზმის ნატამალი თქვენში არ არის, მაგრამ იმოქმედეთ რაციონალურად, ამ ძალადობისთვის ხვალ, ზეგ მაზეგ მოგეთხოვებათ. არავის შერჩება ხალხზე ძალადობა. ჩვენ ვიდგებით მტკიცედ, ვიქნებით მშვიდად, რადგან ჩვენშია სიმართლე და ეს სიმართლე მოგვცემს ძალას გამარჯვებისთვის“. - აღნიშნა ბასილაიამ.

ცნობისთვის, ბასილაია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ადვოკატია.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციიის წარმომადგენლებმა და მათმა მომხრეებმა პარლამენტის წინ გამართული აქციის შემდეგ ცესკოსთან გადაინაცვლეს. ცესკოსთან აქციის ნაწილი კი წყლის ჭავლით დაარბიეს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:👇

👉 აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს

👉 შსს-ს საგანგებო განცხადება ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით