მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ დღეს დავუპირისპირეთ საპარლამენტო პროცედურა ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ საპარლამენტო დემოკრატიას“ - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - Pia.ge

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძის თქმით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების (ოპოზიციისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმის თაობაზე) საფუძველი იყო ამომრჩევლის მხრიდან საპარლამენტო საბოტაჟის უგულებელყოფა.

მდინარაძის თქმით, მთლიანი ამომრჩევლის 2/3 - ს მიაჩნია, რომ ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა და ჩაერთოს საპარლამენტო ცხოვრებაში.

"საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თავადვე ახმოვანებენ, რომ დეპუტატები, რომლებიც დღეს არიან პარლამენტის შემადგენლობაში და არ შემოდიან პარლამენტში, მათი დიდი ნაწილი არ ჩნდება მედია საშუალებებთან და მათი ნება ჩვენს დებატებში გამოსვლებში არ გვინახავს." - აღნიშნავს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების (გარდა რადიკალური ოპოზიციისა) რეალური ნება ხელისუფლებას თავად არსად უნახავს, მათი ინფორმაციით, სინამდვილეში, ბევრი მათგანი პარლამენტში შესვლაზე უარს არც გამოხატავს, თუმცა აღნიშნულს ღიად და საჯაროდ აფიქსირებენ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები.

მდინარაძე აღნიშნავს, რომ უმრავლესობამ შანსი მისცა ოპოზიციას:

"ჩვენ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ ისინი გამოვიდნენ რადიკალური ოპოზიციის ბულინგიდან და გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც იქნება ამომრჩევლის ნების გამომხატველი."

მდინარაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს იმ ოპოზიციას, რომლებიც არ ჩნდებიან ტელეკამერებთან, მიიღონ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.

"...არ ჩაერთონ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის პროცესებში და მიიღონ გადაწყვეტილება, ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში." - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ინფორმაციისთვის:

„საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

აგრეთვე იხილეთ:

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან თავი შევიკავოთ“ - ირაკლი კობახიძე

„თავშეკავებით მათ კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ“ - მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე

"ქართულმა ოცნებამ დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ"-ალეკო ელისაშვილი