მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი: მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას რომ მიიღონ ქმედითი ზომები ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად

საგარეო საქმეთა მინისტრი 2020

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების შესახებ, ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას  სოციალურ ქსელ  Twitter -ზე ეხმაურება.

„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით“, - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე და აღნიშნავს, რომ ეს პროვოკაცია ნათლად ასახავს რუსეთის დესტრუქციულ გეგმებს, საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით.

„მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მიიღონ ქმედითი ზომები ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია მიმართვაში.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ზაზა გახელაძის მიმართ ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

👉 ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს

👉 ზაზა გახელაძის ოჯახი უკანონო განაჩენის გასაჩივრებას აპირებს