მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დერეფანში რომ შემხვდებიან, ხომ ყველაფერზე დაველაპარაკები“ - იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებაზე“

პარტია გირჩის თავმჯდომარე

„ის, რომ მე პარლამენტში შესვლის უფლება მაქვს, „ქართულ ოცნებას“ არ მოუნიჭებია, ქართველმა ხალხმა მომანიჭა. გარედან ხომ ვლაპარაკობ, მაგრამ მათ ვერ ვაგონებ, დარბაზს გარეთ რომ ვიქნები და დერეფანში რომ შემხვდებიან, ხომ ყველაფერზე დაველაპარაკები“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

„არ გავაპრავებთ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ბრძოლის ფარგლებში აკეთებს ნაციონალურ მოძრაობასთან. მე ველოდები მაგათ (ოპოზიციას), რომ მათთან ერთად შევიდე პარლამენტში, მაგათ გარეშე არ შევდივარ.

მე 3,5 მილიონზე მაქვს უარი ნათქვამი, სხვებისგან განსხვავებით და მაგათ უნდა მითხრან, პარლამენტში შეძვერიო. მე ხალხი არ მინდა მოვატყუო, თორემ ოპოზიცია რას იტყვი, ნაკლებად მაინტერესებს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

როგორც მან განმარტა, „ქართული ოცნება“ „გირჩის“ 7 მოთხოვნას ჯერჯერობით სერიოზულად არ განიხილავს.

„ჯერჯერობით ამაზე სერიოზული საუბარი არ დაწყებულა, თუმცა დიდი ენთუზიაზმსაც ვერ ვატყობ, თორემ უკვე პარლამენტში ვიქნებოდით“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას თქმით, „გირჩს“ მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად რომ ჩატარებულიყო პარტია საკანონმდებლო ორგანოს 5 მანდატს მოიპოვებდა.

შეგახსენებთ, რომ „გირჩმა“ საპარლამენტო მანდატების გამოყენების 7 პუნქტიანი გეგმა დაასახელა, რომელთაგან ერთის სრულად შესრულების შემთხვევაშიც კი პარტიის დეპუტატები პარლამენტში შევლენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„გირჩმა“ პარლამენტში შესვლის 7 პირობა დაასახელა

გია ვოლსკი: მეგრელიშვილს იარაღი არ სჭირდება, სიტყვაა მისი იარაღი

„გირჩს“ ორშაბათიდან პარლამენტში ვიხილავთ“ - ვახო მეგრელიშვილი