მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი ხუნდაძე: ელისაშვილს გავლენა შემოჰყვა, ოპოზიციის იმ მაგიდისგან, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა

დიმიტრი ხუნდაძე კორონა ვირუსზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის საპარლამენტო განცხადებას, სადაც „მოქალაქეების“ ლიდერი აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.

„მივესალმები ახლადშემოსულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ღმერთმა გამრავლოთ ოპოზიციის სტატუსამდე. უბრალოდ მე მომეჩვენა, რომ ბატონ ალეკოს პირველი სიტყვისას, მას გავლენა შემოჰყვათ, ოპოზიციის იმ მაგიდის გარშემო მჯდომთაგან, რომელთაც ძირითადად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.

თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და თან აშკარად შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა. თუ თქვენ გჯერათ, რომ არჩევნები გაყალბდა, კარგია აქ რომ ხართ, სასურველია ცოტა მეტი მაინც იყოთ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალება მოგვცეთ. იქ იმუშაოთ და აღიაროთ, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს საგაზაფულო სესიის სხდომა გაიხსნა. პარტია „მოქალაქეების“ წევრებმა საპარლამენტო საქმიანობა დაიწყეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️„593 58 40 52 ეს არის ჩემი ნომერი და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვუპასუხებ როგორც დეპუტატი“ - ელისაშვილი

✔️ „თავშეკავებით მათ კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ“ - მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე