მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ახლო პარტნიორია“ - ევროკავშირის ელჩი შარლ მიშელის ვიზიტზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ახლო მეგობარია. 

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ახლო პარტნიორია. მისი ხვალინდელი დღე სრულიად დატვირთულია და აქვს საშუალება ესაუბროს ყველა მხარეს. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს ევროპის ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტიც. გვაქვს უამრავი პროექტი, რომლის განხორციელებაც საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შეეხება განსაკუთრებით აგროკულტურულ პროექტებს“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

შარლ მიშელი საქართველოშია

დავით ზალკალიანი: ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს მხარდაჭერის ცალსახა დადასტურებაა