მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ არა

ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახარიას მუშაობა დადებითად შეაფასა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური. 

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება კრიზისად ვერ შეფასდება.

„მერწმუნეთ, ვთვლი, რომ ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი ასევე მნიშვნელოვანია და ეს არის მოკლევადიანი. ვერც დავარქმევდი ამას კრიზისს, რადგან პარლამენტი და მთავრობა ფუნქციონირებს, გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ არის, დემოკრატიული პროცესი ვითარდება, შესაბამისად, ჩემთვის მთავარი ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ კრიზისთან გამკლავებაა.

გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, ის, რასაც თქვენ პოლიტიკურ კრიზისს უწოდებთ. მეტსაც გეტყვით, არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ არა, მაგრამ ყველას ემახსოვრება, როგორ გავუმკლავდით ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ გამოწვევებს. დღეის მდგომარეობით, პრიორიტეტების ნუსხაში, რა თქმა უნდა, ეს ორი საკითხი დგას პირველ რიგებში და სხვა ყველაფერი შემდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.

👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარს აცხადებენ.

👉 ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ერთპარტიული საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ჯაფარიძე: მომავალი წელიც კატასტროფა იქნება

👉 ბადრი ჯაფარიძე: სანამ ხელახალ არჩევნებზე არ შევთანხმდებით, ბოიკოტი გაგრძელდება

👉 უგულავა: ბოიკოტი შედგა და ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ