მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უგულავა: ბოიკოტი შედგა და ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ

ევროპული საქართველოს წევრი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ბოიკოტი შედგა და ქვეყანამ ერთპარტიული პარლამენტი მიიღო. 

„ბოიკოტი შედგა და სამწუხაროდ, ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, ეს პარლამენტი ჩამოიმხობა. ვიდრე პარლამენტში რეალურად იხილავს ოპოზიციას ბატონი თალაკვაძე, მანამდე ის არ იქნება. შემდგარი ფაქტია ამ პარლამენტს არაფერი ეშველება როგორც გვამი გაკვეთით არ გაცოცხლდება“, - აღნიშნა გიგი უგულავამ სატელევიზიო ეთერში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას დაიწყებს.

2020 წლის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა ისინი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ თალაკვაძე: უახლოეს დღეებში მოხდება გარდატეხა

✔️ ალეკო ელისაშვილი: ოპოზიცია სასაცილოდ გამოიყურება