მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ხუხაშვილი: ოპოზიაციას ერთიანობის გარდა არაფერი არ გააჩნია

პოლიტოლოგი

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდთან დაკავშირებით ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი გაიმართება, რა შეგიძლიათ თქვათ პროცესთან დაკავშირებით?

- წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, რადგან პროცესი ძალიან უცნაური და გაუმჭირვალეა. ამ თემაზე საუბრის სურვილიც კი არ გამაჩნია.

მათი ქმედებები წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, ხდება ისეთი წითელი ხაზების დეკლარირება, რომელიც ურთიერთგამომრიცხავია. შესაბამისად იქმნება განცდა, რომ ეს გახლავთ ჩიხი და მეორე მხრივ საუბრობენ რაღაც კონსტრუქციულ მოლაპარაკებებზე, რაც ალოგიკურია. ამის მეტს არაფერს ამბობენ და ეს სრული აბსურდია.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტიკოსები არა თავისი, არამედ ხალხის სურვილით სხედან.

„მათ მოლაპარაკების მანდატი აქვთ და ვინც ეს ადამიანები დაიქირავა იმათ არაფერს ეუბნებიან. ფაქტობრივად, პარტიები თვითიზოლაციაში გადადიან, როდესაც თავის დამკვეთს არ ეუბნებიან მოლაპარაკების შესახებ არაფერს.

პოლიტიკა საჯარო მოღვაწეობის სფეროა და არა კომერციული საიდუმლოება, როგორ შეიძლება არასაჯარო პოლიტიკა? “ , - დასძინა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის თქმით, მათი დამოკიდებულება იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ არანაირი სურვილი არ აქვს რაიმეს განხილვის.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ნაწილი აპირებს პარლამენტში შესვლას, ამასთან დაკავშირებით როგორ შეფასებას გააკეთებთ?

- ოპოზიციას აქვს ერთადერთი აქტივი. მათ არაფერი არ გააჩნიათ გარდა იმისა, რომ ისინი არიან ერთიანები. როგორც კი ერთიანობა მოიშლება პრობლემა აღარ არის ხელისუფლისთვის. ვინც შევა შიგნით მოგუდავს, დანარჩენს კი გარეთ.

თუ ამას ვერ ხვდება ოპოზიცია და მზად არიან, რომ 2 შაურად გაიყიდონ ეს მათი გადასაწყვეტია“, - დასძინა გია ხუხაშვილმა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა: „ბევრს უბაქიბუქია და საბოლოო ჯამში სხვაგვარად მოქცეულა“.

🔘 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

🔘 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

🔘 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

🔘 ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს გაიმართება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ნათელაშვილი: კრიზისიდან გამოსვლის გზა ახალ საპარლამენტო არჩევნებზე გადის

👉 დავით ბაქრაძე: არ შევდივარ პარლამენტში და ვიმედოვნებ არც დანარჩენები შევლენ

👉 ნიკა მელია: ალბათ ვიღაცებს აქვთ პარლამენტში შესვლის სურვილი, მაგრამ ეშინიათ