მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათელაშვილი: კრიზისიდან გამოსვლის გზა ახალ საპარლამენტო არჩევნებზე გადის

ლეიბორისტების ლიდერი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად ახალი საპარლამენტო არჩევნები რჩება.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სხვა შემთხვევაში არაფერი შეიცვლება და პარლამენტი არ იქნება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო.

„ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოსვლის გზა გადის ახალ საპარლამენტო არჩევნებზე. სხვა შემთხვევაში ხელისუფლებამ ამ წარმონაქმნს რომის სენატი რომ დაარქვას ამით არაფერი შეიცვლება.

ის არ იქნება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს“, - აცხადებს ნათელაშვილი.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უკვე დაიწყო.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

„ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ახალ სისტემას ავაწყობ და გავაკეთებ „გირჩს“ - ზურაბ ჯაფარიძე

კარლ ჰარცელი: მოლაპარაკების ერთადერთი კარგი სცენარი ფართო შეთანხმება შეიძლება იყოს