მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოხალისე პიონერებივით ჩამდგარი ვითომ ოპოზიცია ვნახეთ, რომელიც გირაოზე ლაპარაკობდა“ - უგულავა

ევროპული საქართველოს წევრი

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხს გამოეხმაურა.

„ეგ სიბრიყვეც არის შესაძლებელი. მითუმეტეს ჩვენ ვნახეთ მოხალისე პიონერებივით ჩამდგარი ვითომ ოპოზიცია, რომელიც გირაოს შესაძლებლობებზე ლაპარაკობდა. თუ მაგდენი ვერ გაუგია ელისაშვილს, რომ ამდენ ხალხს გირაოს შეგროვების შესაძლებლობა არ გვიჭირს, ამდენს თუ ვერ ხვდება ის ბრიყვი რაზე უნდა ვილაპარაკოთ.

ნიკა მელია არის მხნედ და მგონი ზედმეტი, სიტყვიერი გამხნევება არ სჭირდება“, - აცხადებს გიგი უგულავა.

მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ორი იყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მოკლე ხანში შეგყრით ყველას ციხეში“ - შალვა ნათელაშვილი პარლამენტის დეპუტატებს

✔️ „ნიკა მელიას არ უნდა გირაოს გადახდა, ეს მისი დამოკიდებულებაა კანონის წინაშე“ - პროკურორი

✔️ „არ შეიძლება სახელმწიფო იმართებოდეს ფანჩატურში დაწერილი წესებითა და დღის წესრიგით“- გია ვოლსკი