მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც“ - ნიკა მელია

ნიკა მელია

„შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც, ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. 

ნიკა მელიას თქმით, გუშინდელი დღიდან თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტერიტორიას ტოვებს, ჩერდება და საბარგულს უმოწმებენ.

მელია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა მისი დაკავება.

„ეს საკითხი, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, შეიძლება ლეგიტიმურადაც, მაგრამ მართლაც არ არის პირველი და მეათე ხარისხოვანიც კი. დამიტოვეთ უფლება, როდის გავალ და მოვბრუნდები.

დიახაც, მე შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ. მედიას წინასწარ ვერ გაცნობებთ, როდის გავდივარ და შემოვდივარ, ამიტომ ეს არ უნდა გაგიკვირდეთ. დიახაც, ვაღიარებ, რომ შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ. თუ სად გავედი, ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეომასალაც მოგეწოდებათ, თუ გაინტერესებთ.

სწორედ ამიტომაც არიან შეწუხებულები ხელისუფლებაში. გუშინდელი დღიდან თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტერიტორიას ტოვებს, ჩერდება და საბარგულს უმოწმებენ.

ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები, რომ ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე. რატომ ჰგონიათ, რომ საბარგულით გავედი. რატომ შეშფოთდნენ?“, - აცხადებს მელია.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ დროებით გადადო. უწყებას არ დაუკონკრეტებია, რა დროით გადაიდო ნიკა მელიას დაპატიმრება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მელიას მხარდასაჭერად კი არ იბრძვის, არამედ დემოკრატიის გადასარჩენად ვიბრძვით“ - მელია

✔️ შსს: ნიკა მელიას დაკავება გადაიდო