მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა პარლამენტში შესვლად ღირს

გირჩის წევრი იაგო ხვიჩია

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ის საკითხია, რომლის სანაცვლოდაც ოპოზიციის პარლამენტში შესვლა ღირს, თუმცა „გირჩი“ მმართველ გუნდს არ ენდობა.

„მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მუშაობს, მაგრამ მურუსიძე და ჩინჩალაძე გვყავს სასამართლოში. თუ იმას ვკითხულობთ, არის თუ არა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც პარლამენტში შესვლა ღირს, რასაკვირველია, კი.

თუმცა, ამის ნდობა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. მე უბრალოდ რწმენა არ მაქვს, რომ სასამართლოში კლანს დათმობენ. თუ ამაზე წამოვლენ „ქართულ ოცნებაშიც“ კი შეიძლება შევიდე, მაგრამ ამას არ იზამენ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

👉 ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს. პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ.

👉 ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით მიმდინარეობს. მხარეებს შორის დიალოგის ორი რაუნდი უკვე შედგა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ზურაბ ჯაფარიძე: არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება ვადამდელი არჩევნების თანაზომადი იყოს

👉 „გავაგრძელებთ დაწყებულ ბრძოლას პარლამენტიდან ან პარლამენტის გარედან“ - მამუკა ხაზარაძე

👉 კარლ ჰარცელი: აუცილებელია საქართველო მივიდეს სრულფასოვანი პარლამენტის ჩამოყალიბებამდე