მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმედი მაქვს, მალე ნიკას საკნის კარიც გაიღება“ - სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი

„მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვოს საპატიმრო,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვოს საპატიმრო. ევროკავშირის თანხმობა, დაფაროს გირაო, ყველაზე ნათელი დასტურია, რომ ის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გამოყენებული.

ვწუხვარ, რომ აღდგომის დღესასწაულს ვერ გაატარებს საკუთარ ოჯახთან, თუმცა, იმედი მაქვს, მალე მისი საკნის კარიც გაიღება.

სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ნაციონალური მოძრაობა შეუერთდება მიშელის დოკუმენტს და პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის 20-21 ივნისის მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობაა ამნისტიის კანონის შინაარსის თაობაზე.

აღნიშნული კომისია, შესაძლოა, ის გამოსავალი იყოს, რომელიც ჩვენც და საზოგადოებასაც შესაძლებლობას მისცემს საფუძვლიანი მსჯელობა გამართოს კანონის მიღებამდე. ეს გადაწყვეტილება დაასრულებს შიდა ოპოზიციურ განხეთქილებასაც, რომელიც აზიანებს საერთო მიზნებს.

მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, რომ ამ შეთანხმებით კიდევ ერთი შანსი მისცეს ქვეყანას, პოლიტიკური კრიზისიდან სწორედ იმ გზით გამოვიდეს, რომლითაც უნდა დადიოდეს ევროპული სახელმწიფო.

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, იმედის, სიმშვიდის და განახლების მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის“, - წერს სამადაშვილი ფეისბუკ გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას შეხვდა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, უახლოეს დღეებში ნიკა გააკეთებს განცხადებას.