მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინაშვილი: პომპეოს მოადგილესთან ვთქვი, აუცილებელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები

ინაშვილი რიკერთან შეხვედრაზე

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე არჩევნების საკითხი განიხილეს.

„სახელმწიფო მდივნის მოადგილე არის მაღალი კლასის დიპლომატი. ინფორმირებულია საქართველოში და მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ.

მე კონკრეტულად და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო მთავარი თემა. მე დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რასაც საჯაროდ ვაფიქსირებ, რომ აუცილებელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

სხვა ვარიანტი ვითარების გამოსწორების ჩემი და ჩვენი პარტიის აზრით არ არსებობს. ჩვენ დღეს უბრალოდ გავცვალეთ მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრის დეტალებზე არ ვისაუბრებ“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციური სპექტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ რიკერს შეხვდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ზალკალიანი: პომპეოს მოადგილის დარჩენა მანამდეც იყო გათვალისწინებული

🔴 დავით ზალკალიანი: ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა