მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინაშვილი: უცნაურია გამოყო სამი დეპუტატი და სხდომაზე მათთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი გაიტანო

პატრიოტთა ალიანსი

„ძალიან უცნაურია, ამავდროულად უკანონობაც, გამოყო მაინცდამაინც სამი დეპუტატი და მათთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი ცალკე გაიტანო კომიტეტის სხდომაზე“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს.  

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ სხვა პარტიების წარმომადგენლებთან შედარებით ადრე მიმართა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნასთან დაკავშირებით.

„ყველა ეს განცხადება ერთად უნდა ყოფილიყო განხილული“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ხვალ, 4 დეკემბერს პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის, ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძესთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

პარლამენტი ხვალ „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის უფლებამოსილების საკითხს განიხილავს

„პატრიოტთა ალიანსი“ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს