მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტი ხვალ „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის უფლებამოსილების საკითხს განიხილავს

საკანონმდებლო ორგანო

საკანონმდებლო ორგანო ხვალ „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის, ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძესთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. 

საკითხს ჯერ საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე.

ინფორმაციისთვის, „პატრიოტთა ალიანსმა“ საკანონმდებლო ორგანოს მანდატების დატოვების მოთხოვნით 2020 წლის 21 ოქტომბერს მიმართა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„პატრიოტთა ალიანსი“ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის