მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ირაკლი ღარიბაშვილს მელიას დაკავების მცდელობა ექნება, მაგრამ ეს მის სასარგებლოდ არ დასრულდება“ - უდუმაშვილი

ნაცმოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და ეს გადაწყვეტილება დაასრულებს „ქართულ ოცნებას“. 

უდუმაშვილი ამბობს, რომ მომავალ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მელიას დაკავების მცდელობა ექნება, თუმცა, ეს მცდელობა მის სასარგებლოდ არ დასრულდება.

უდუმაშვილი აცხადებს, რომ მელიას ვერ დაიჭერენ.

„ის, რაზეც ხელი არ მოაწერა თუ ვერ მოაწერა ყოფილმა პრემიერმა, ახლა უნდა შეასრულოს ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილს რა თქმა უნდა მცდელობა ექნება, რომ დააპატიმროს ნიკა მელია, მაგრამ ეს მცდელობა არ მგონია რომ დასრულდეს მის სასარგებლოდ.

იმიტომ რომ ნიკა მელიას დაკავება არ არის ასეთი იოლი საქმე და არ არის მხოლოდ ის, რომ ღარიბაშვილი მოვიდა და ის უფრო სწრაფად გადაწყვეტს ამ საკითხს.

ნიკა მელიას დაკავების მცდელობა იყო უკვე, მაგრამ არ გამოვიდა და არც გამოვა შემდგომ. ვერ დააკავებენ. ეს იქნება უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მალე დაასრულებს „ქართულ ოცნებას“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ინფორმაციისთვის, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დროებით გადაიდო. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ამის შემდეგ, ნიკა მელიამ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ოფისიდან გასვლას და საპროტესტო მანიფესტაციებში მონაწილეობას აპირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დროებით გადაიდო. გადაწყვეტილება გიორგი გახარიას მიერ პრემიერის პოსტის დატოვებას უკავშირდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ამ ოფისიდან ჯერ ფეხი არ მოიცვალოს“ - გია ბარამიძე

✔️ ნიკა მელია: გამოვალ გარეთ აუცილებლად და საპროტესტო აქციებშიც მივიღებ მონაწილეობას

✔️ „კარგი იქნება გამოცდილებიდან გამომდინარე სწორად თუ განსჯის არსებულ რეალობას“ - გოჩა თევდორაძე ღარიბაშვილზე