მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ისინი მარტო რუსულ საქმეს კი არ აკეთებენ, ისინი არიან რუსეთის აგენტები“,- ამ განცხადებას მმართველი გუნდის ლიდერი, ირაკლი კობახიძე აკეთებს.

ირაკლი კობახიძე სამოქალაქო მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, მის მიერ მსგავსი ინფორმაციის ფლობა ეჭვს ბადებს. მისივე თქმით, განვითარებული მოვლენები რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

„საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ისინი მარტო რუსულ საქმეს კი არ აკეთებენ, ისინი არიან რუსეთის აგენტები. როგორ იგებენ ისინი ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს?! ელენე ხოშტარია საიდან იგებს?! მესიჯების სქრინები რომ ჰქონდა, გამართული რუსულით დაწერილი... ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად“,- აცხადებს ის.

📌რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დაბადების დღის აღსანიშნად, თანმხლებ პირებთან ერთად, გუშინ ჩამოვიდა.

📌ვიზიტს საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისსა და ბათუმში - აქტივისტები აცხადებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის რუსეთიზაციას ცდილობს. ისინი ოკუპაციის შესახებ კანონისა და დაწესებული კოვიდრეგულაციების დარღვევაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

📌რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დღეს დილით დატოვეს.

აგრეთვე იხილეთ:

🔴დუმის სპიკერი: რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნა სახიფათოა

🔴„უნდათ, რომ ნელ-ნელა შემოგვაპარონ ჯერ ოკუპანტი, მერე ალბათ რუსული პასპორტები“- გიგა მაქარაშვილი