მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ოქრუაშვილი: ოპოზიციიდან 6-7 დეპუტატი პარლამენტში შესვლას აპირებს

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციიდან 6-7 დეპუტატი საპარლამენტო მანდატების გამოყენებას აპირებს. 

მისი თქმით, აღნიშნულ პირებთან „ქართული ოცნება“ პარალელურ მოლაპარაკებას აწარმოებდა.

„აღმოჩნდა, რომ თურმე პარალელური მოლაპარაკებებიც მიდის ოპოზიციის დეპუტატობის გარკვეულ კანდიდატებსა და ხელისუფლებას შორის. ეს დიდხანს ვერ დაიმალება. რამდენიმე დღეში მომსწრე უნდა გავხდეთ მათი გადაწყვეტილების, შევლენ თუ არა პარლამენტში. დაახლოებით 6-7 ადამიანია, რომელთა სახელებს არ ვიტყვი, ჯობია მათი საგმირო საქმეების შესახებ საზოგადოებამ თავად გაიგოს“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მეოთხე რაუნდი გაიმართება.

👉 მხარეები ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველი გუნდისგან კომპრომისებზე მსჯელობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება

👉 კარლ ჰარცელი: მზად ვართ მოლაპარაკების იმდენი რაუნდი გავმართოთ, რამდენიც საჭირო იქნება

👉 გია ვოლსკი: მინდა, გამოინახოს კომპრომისული ვარიანტი და მოხდეს შეთანხმება