მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება

საგაზაფხულო სესია დაიხურა

მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გასცა. 

განკარგულების თანახმად, 11 დეკემბერს პირველი სხდომა 12:00 საათზე ჩაინიშნა.

2020 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტში 9 პარტია მოხვდა.

მანდატები ასე გადანაწილდა:

➖ „ქართული ოცნება" - 90 დეპუტატი
➖ ენმ - „ძალა ერთობაშია" - 36 დეპუტატი
➖ „ევროპული საქართველო" - 5 დეპუტატი
➖ „ლელო" - 4 დეპუტატი
➖ „პატრიოტთა ალიანსი" - 4 დეპუტატი
➖ „სტრატეგია აღმაშენებელი" - 4 დეპუტატი
➖ „გირჩი" - 4 დეპუტატი
➖ ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" - 2 დეპუტატი
➖ „ლეიბორისტული პარტია" - 1 დეპუტატი

საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

პარლამენტში შესასვლელად პარტიებს 1%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდებოდათ.

არცერთი ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ. მათი მოთხოვნაა, ცესკოს ხელახალი დაკომპლექტება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

ახალი მთავრობა...

ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ვადის ამოწურვის არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

კარლ ჰარცელი: მზად ვართ მოლაპარაკების იმდენი რაუნდი გავმართოთ, რამდენიც საჭირო იქნება

რა გეგმები აქვს ოპოზიციას პარლამენტის შეკრების დღეს?

ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციისთვის ქუჩაში დარჩენა წამგებიანი იქნება