მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარლ ჰარცელი: მზად ვართ მოლაპარაკების იმდენი რაუნდი გავმართოთ, რამდენიც საჭირო იქნება

ევროკავშირის ელჩის კომენტარი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი არის. 

„საინტერესო დისკუსია გვქონდა გუშინ. შევეხეთ ყველა პოლიტიკურ საკითხს. გარკვეულ საკითხებში პროგრესს მივაღწიეთ. დისკუსია დღესაც გაგრძელდება, რაც გვაჩვენებს, როგორ ვიმოქმედებთ სამომავლოდ. გავაგრძელებთ მუშაობას შეთანხმების მისაღწევად, რადგან საპარლამენტო სესიის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. მზად ვართ მოლაპარაკების იმდენი რაუნდი გავმართოთ, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მეოთხე რაუნდი გაიმართება.

👉 მხარეები ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველი გუნდისგან კომპრომისებზე მსჯელობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ხუხაშვილი: ოპოზიციამ თამასა ზედმეტად აწია, ისე საუბრობენ, რომ უნდათ პარლამენტში შესვლა

👉 გიგი უგულავა: არავის ეწყინოს, ხვალ თუ არაფერს იტყვიან, მე გავასაჯაროვებ დეტალებს

👉 გია ვოლსკი: მინდა, გამოინახოს კომპრომისული ვარიანტი და მოხდეს შეთანხმება