მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივანიშვილის წასვლა იმის წინაპირობაა, რომ პარტიაში ძალაუფლების გადანაწილება დაიწყება“ - ძიძიგური

ზვიად ძიძიგური პარლამენტში 2020

„კონსერვატიული პარტიის“ წევრი ზვიად ძიძიგური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ წინაპირობაა იმის, რომ მმართველ გუნდში ძალაუფლების გადანაწილება დაიწყება. 

ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ მმართველ გუნდში წარმოდგენილია როგორც კალაძის ასევე კობახიძის კადრები.

„ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიიდან ეს არის ფაქტიურად წინაპირობა იმისი, რომ ამ პარტიაში დაიწყება ძალაუფლების გადანაწილება, ვინ დაიწყებს როგორ დაიწყებს, რომელი გვარი იქნება მოსურნე იმისი, რომ უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს ხელში ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პროცესებს დავაკვირდეთ და ყველანი დავინახავთ.

კალაძის კადრებიც არის, კობახიძის კადრებიც და სხვებისაც ალბათ, ამიტომ რა თქმა უნდა ესენი გავლენიანი პერსონები არიან“, - აღნიშნა ძიძიგურმა.

ინფორმაციისთვის, 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ წყვეტს პარტიულ საქმიანობას და პოლიტიკურ ასპარეზს ტოვებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ივანიშვილი ექსცენტრული ადამიანია, პროცესები განვითარდება ისე რომ არავის არ გვაქვს წარმოდგენილი“ - მეგრელიშვილი

✔️ „მოველით, რომ პოლიტიკურ ველზე ღირსეულნი გამოჩნდებიან“ - ვოლსკი