მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: ამ ხელმოწერით გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ და დემოკრატიამ

თბილისის მერი დედაქალაქის მერიის საქმიანობას აჯამებს

„ამ ხელმოწერით გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ, გაიმარჯვა დემოკრატიამ, ქვეყნის განვითარებამ“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების ნაწილისა და „ქართული ოცნების“ მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ფაქტს.

კახა კალაძემ შეთანხმების მიღწევის პროცესში ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩართულობისთვის. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო, რომ შეთანხმება მიღწეულიყო. იყო კომპრომისები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად პოლიტიკაში.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის პრობლემები, რაც არსებობს ქვეყანაში, გამოწვევები, ძალიან სწრაფად იქნეს დაძლეული.

პასუხისმგებლობას რაც შეეხება, მმართველი პარტია ყოველთვის ამბობდა და გამოხატავდა მზადყოფნას, მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობაზე, კომპრომისზე წასვლაზე, რომ გარკვეული შეთანხმება მომხდარიყო და საბოლოოდ ეს შეთანხმება შედგა.

ამის შემდეგ გარკვეული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები პარლამენტში გააგრძელებენ მუშაობას, პარლამენტში გაგრძელდება პოლემიკა, დებატები, რაც მნიშვნელოვანია განვითარებული დემოკრატიული ქვეყნისთვის.

ამით საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა პოლიტიკური პარტიებისგან, თუ ვის აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს ბევრი პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური ლიდერი, ვისაც აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს.

ცხადია, ყველას ერთნაირი მოსაზრება ვერ ექნება სხვადასხვა თემაზე, შესაბამისად, დებატები და პოლემიკა მნიშვნელოვანია - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, ვინ იქნებიან ჩვენი მერობის კანდიდატები

👉 „კარგი იქნება შარლ მიშელის ჩამოსვლამდე ყველამ მოაწეროს დოკუმენტს ხელი“

👉 საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე