მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კარგი იქნება შარლ მიშელის ჩამოსვლამდე ყველამ მოაწეროს დოკუმენტს ხელი“ - ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებელი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, კარგი იქნება თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლამდე მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, ყველა მხარე მოაწერს ხელს.

როგორც ბრიფინგზე ვაშაძემ აღნიშნა, შარლ მიშელის ჩამოსვლა ხაზს უსვამს, რომ ევროპა ელოდება საქართველოს, როგორც სრულუფლებიან წევრს ევროკავშირში.

ვაშაძე პოლიტიკურ მხარეებს მოუწოდებს, რომ წაიკითხონ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვან მოსაზრება.

„გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, დიდი მადლობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ არა მათი ასეთი ჩართულობა, იძულება შეთანხმებისკენ, ალბათ შეთანხმება ვერ იქნებოდა.

ჩვენ გუშინ დავამტკიცეთ, რომ ვართ დასავლური, ცივილიზაცია, ჩვენი გზა არის ევროკავშირი და დღეს შარლ მიშელის ჩამოსვლა ხაზს უსვამს, რომ ევროპა ელოდება საქართველოს, როგორც სრულუფლებიან წევრს ევროკავშირში. ამის ფუნდამენტი ჩემი აზრით ჩადებული არის, სწორედ იმ დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და მასში ძალიან ბევრი რეფორმა და ცვლილება არის გათვალისწინებული.

მივმართავ ყველა ჩემს კოლეგას სხვადასხვა პარტიებიდან, ნუ დავაზიანებთ საერთო მიღწევას, რომელიც გვაქვს. ყველას არ მიგვიღია ყველაფერი, რაც გვინდოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ობიექტურად კომპრომისული წინადადებები მივიღეთ და ვისაც სწორად შეუძლია სიტუაციის შეფასება ნამდვილად ასეა.

ნუ დავამახინჯებთ შინაარსს, თუ არ წაგვიკითავს ჯერ წავიკითხოთ კარგად ეს დოკუმენტი და მერე გამოვთქვათ გარკვეული მოსაზრებები ამა თუ იმ პუნქტთან დაკავშირებით.

ის რაც 2 კვირის წინ ზოგიერთ პარტიას არ ახსენდებოდა, ვსაუბრობ თამარ ჟვანიაზე, რატომ გაახსენდა ამ პარტიის წარმომადგენლებს ახლა? ეს კიდევ ერთი კითხვის ნიშანია. ამიტომ, ერთმანეთთან გადაძახილებს ჯობია, რომ ყველამ მოვაწეროთ ხელი. დღეს ჩამოდის შარლ მიშელი, ძალიან კარგი იქნება, რომ მის ჩამოსვლამდე ყველამ მოაწეროს დოკუმენტს ხელი. უფრო მეტსაც გეტყვით, ყველა პოლიტიკურ ძალას და ამ პიროვნებებს, დარწმუნებული ვარ, მაინც ვიხილავთ პარლამენტში. მოაწერენ დღეს ხელს თუ არ მოაწერენ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“.

ამავე თემაზე:

👉 „შეთანხმება გულისხმობს პირველივე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილის დასწრებას, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა“- კობახიძე

👉 „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

👉 კახა კალაძე: საქართველოს მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით დასრულდა პოლიტიკური კრიზისის ეტაპი