მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ

კახა კალაძე ოცნების ოფისში ბრიფინგზე

„მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილური ფორმით და არა გადატრიალებით და ა.შ.“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტთან დაკავშირებით, ბრიფინგზე, განაცხადა.

მისი თქმით, ცესკოს შენობასთან სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ მაქსიმალურად რბილი ძალა გამოიყენეს.

„მინდა მივმართო ჩვენს მხარდამჭერებსაც და იმ ადამიანებსაც ვინც საპროტესტოდ არის განწყობილი. გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ქვეყნისა და კანონის წინაშე. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუციაზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით.

ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სამშობლო. არავისთვისაა სასიამოვნო საყურებელი, როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს და ცდილობენ ცესკოს შენობაში შესვლას, ასევე ის, როგორ უწევთ სამართალდამცველებს წყლის ჭავლის გამოყენება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

👉ინფორმაციისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რის საშუალებას სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს.

👉აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღდმეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉ნიკა მელია: ხვალ 6 საათზე რუსთაველის გამზირზე მთელი ერი უნდა შევიკრიბოთ

👉ცესკოსთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა (ვიდეო)

👉კობახიძე: შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოვუწოდებ