მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეთანხმება გულისხმობს პირველივე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილის დასწრებას, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა“- კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Pia.ge

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის პრინციპში მხოლოდ ინსტრუმენტი საბოლოო მიზნის მისაღწევად.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, შედეგი უნდა იყოს პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან ქართული პოლიტიკის გათავისუფლება.

„ამაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას. შეთანხმება გულისხმობს პირველივე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილის დასწრებას, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე აღსრულდება შეთანხმება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅„ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი, არის საწყისი წერტილი საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის“- შარლ მიშელი

✅„სასაცილოა ენმ-ს პოზიცია“ - სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

✅„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს