მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარიას ახალი გუნდის 6 დეპუტატი შეთანხმებას ხელს მოაწერს

გორის და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2020 წ.

„ეს არ არის იდეალური შეთანხმება, ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ“,- ეს განცხადება გახარიას ახალი პოლიტიკური გუნდის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის უპასუხისმგებლო ქმედებებმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების ფორმა კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ გზით, ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების პრეცედენტი შეიქმნა.

„ოცნების“ ყოფილმა წევრმა განაცხადა, რომ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელს კრიზისის განმუხტვის მიზნით მოაწერენ.

„მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, მსურს, დავაფიქსირო გახარიას გუნდის პოზიცია. ფაქტია, რომ პოლიტიკოსების, ორივე მხარის უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, აქედან უდანაკარგო გამოსავალი აღარ არსებობს.

სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არათანმიმდევრული და არაკომპეტენტური აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით, ეს საქმე აქციეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად, რითაც შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტად სახიფათო პრეცედენტი.

პოლიტიკოსების ამ უპასუხისმგებლობამ ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა, პირდაპირ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ. დღეს კრიზისი განმუხტვა მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი პერსპექტივისათვის. ამ ფონზე რადიკალიზმის გაგრძელება შეუძლებელია. ეს არ არის იდეალური შეთანხმება, ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ“,- განაცხადა მან.

ხოჯევანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, მხარეებმა აიღონ პასუხისმგებლობა, შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების სრულად და ხარისხიანად შესრულებაზე.

აგრეთვე იხილეთ:

📌„დაველოდები ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდეგ მივიღებთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას“ - სამადაშვილი