მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს

შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

„2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული შეთავაზების თანახმად, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს მოქმედი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია“, - ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტში.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლზ მიშელი ახალ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას შესთავაზა.

ამავე თემაზე:

👉 „მელია და რურუა საპატიმროს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში დატოვებენ“ - დავით ბაქრაძე

👉 „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით მზად ვართ ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს“ - ხათუნა სამნიძე

👉 შარლ მიშელი „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს - კარლ ჰარცელი