მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: ორპარტიული პარლამენტი საკმარისი არ არის 

ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების ოფისში

„ორპარტიული პარლამენტი კარგია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. პარლამენტი აუცილებლად გახდება მრავალპარტიული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  

ირაკლი კობახიძე პარლამენტში კიდევ რამდენიმე პარტიას ელის, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

„რამდენიმე პარტიას ველით, დღეს ვერ დავაკონკრეტებთ სხვადასხვა მიზეზის გამო. ამასთან ჩვენ ბუნებრივია ველოდებით მოლაპარაკებებს, ამის შემდეგ საბოლოო ჯამში გაირკვევა, ვინ შემოდის პარლამენტში და ვინ არა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და აქვე დასძინა, რომ პარლამენტის მოსალოდნელ მრავალპარტიულობასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია „ნერვიულობს“.

დღეს პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის 4 დეპუტატი შევიდა, ამასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე ამბობს: „მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში“.

ირაკლი კობახიძე ანტიდასავლურს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილს, თუმცა, აქვე ამბობს, რომ ამ პარტიაშიც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც არ არიან ანტიდასავლურები.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის რადიკალური, ანტიდასავლური ფრთა - ეს არის სააკაშვილი-გვარამიას ფრთა და იგივეა ნიკა მელიაც, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან დასავლურ ინსტიტუტებს. თუმცა იქ არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან ანტიდასავლურები.

ჩვენი სურვილია რადიკალური ოპოზიციური პარტიები არ შემოვიდნენ პარლამენტში, ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები კი, რა თქმა უნდა პარლამენტში უნდა იყვნენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢კობახიძე: „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში, ეს მნიშვნელოვანია

💢პარლამენტს ოპოზიციის ნაწილი შეუერთდა