მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კრისტიან დანიელსონმა შემოგვთავაზა, თუ რა მექანიზმით უნდა მომხდარიყო ნიკა მელიას გათავისუფლება“ - მეგრელიშვილი

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის ვახო მეგრელიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ევროპელმა მედიატორებმა ორივე მხარეს მოუსმინეს, სავარაუდოდ ასეთი კონცეფცია წარმოიდგინეს, რომ ერთ მხარეს ხელისუფლება ფლობს ადამიანურ ფაქტორს, ხოლო მეორე მხარეს არსებობს ეუთო-ოდირის დასკვნა, რომლის თანახმადაც არჩევნები სამართლიან გარემოში გაიმართა, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა თვალსაზრისით ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაზე უარი უნდა თქვას. 

როგორც ვახო მეგრელიშვილმა აღნიშნა, 30 მარტს გამართულ შეხვედრაზე ევროპელმა მედიატორმა დანიელსონმა თავისი პოზიცია დააფიქსირა.

„მესმის, რომ ინტერპრეტაციები ამ ამბის სხვადასხვანაირია. ახლა რასაც ვიტყვი, მგონია რომ ამის კონტრარგუმენტი არავის არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ საუბარი დავიწყეთ კრისტიან დანიელსონის შესავალი სიტყვით, სადაც მან ფაქტიურად სრულად გვითხრა თავისი პოზიცია. ყველასთვის უნდა ყოფილიყო ეს წინადადება რაღაც თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი. მთელი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ იმ მაგიდიდან არავინ არ ამდგარიყო გამარჯვებული და დამარცხებული“, - განაცხადა მეგრელიშვილმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ოპოზიციონერი აცხადებს, რომ კომპრომისს უნდა გაევლო ვადამდელი არჩევნების და საპატიმროში მყოფი ადამიანების ბედზე.

„მართლა იყო მცდელობა კომპრომისის გამოძებნის. ძალიან ნათელი იყო, რომ კომპრომისს უნდა გაევლო ვადამდელი არჩევნების და საპატიმროში მყოფი ადამიანების ბედზე. პირდაპირ რომ გითხრათ ჩემი პოზიცია, დანარჩენი საკითხები არ იყო გადამწყვეტი საერთოდ არავისთვის.

იმ მაგიდის გარშემო შეთანხმება მოხდებოდა თუ არ მოხდებოდა სხვა საკითხებთან არ იყო დაკავშირებული. ეს ორი საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო და ამ ორი საკითხის გადაწყვეტას მართლა სურვილი სჭირდებოდა. იდეაში კრისტიან დანიელსონმა მექანიზმებიც კი შემოგვთავაზა. რა მექანიზმით უნდა მომხდარიყო ნიკა მელიას გათავისუფლება, ხოლო გიორგი რურუას შემთხვევაში ასევე შემოთავაზებული იყო“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

ამასთან, ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციიდან მის გარდა, შეთანხმების სურვილი არავის ჰქონდა.

„მას მერე რაც ჩვენ მოგვისმინეს, მედიატორებმა სავარაუდოდ წარმოიდგინეს ასეთი კონცეფცია, რომ აქეთ მხარეს ხელისუფლება ფლობს ფაქტობრივად პრობლემურ ადამიანურ ფაქტორს, რაც აადვილებს შემდეგ ნებისმიერ საკითხზე მუშაობას და იქითა მხრიდან, იმის გამო, რომ არსებობს ოდირის დასკვნა, იმის გამო რომ პირდაპირ გვეუბნებიან არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის პრეტენზია არ ეფუძნება ისეთ მტკიცებულებებს, რომ ეს დავიჯეროთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციამ რაღაცა თვალსაზრისით უარი უნდა თქვას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაზე.

ოპოზიციიდან ჩემს გარდა ამ შეთანხმების მოსურნე არავინ იყო. ნდობაა საჭირო, დანიელსონიც იმას ამბობდა, რომ მინიმალური ნდობაა საჭირო თქვენს შორისო. იგივე რეჟიმში ცხოვრებას თუ გავაგრძელებთ, ხვალ შეიძლება 20 ახალი პატიმარი გვყავდეს. ჩემი აზრით მოიგო ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა მმართველ გუნდს, რომ უფრო მეტი სურვილი ჰქონოდა მეტის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი“, - დასძინა ვახო მეგრელიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველი გუნდის ლიდერებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკების პროცესში ჩართულმა ევროპელმა მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა საქართველო დღეს დატოვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „სანამ „ქართული ოცნება“ არ დაინახავს ძალას, უკან დახევის შანსს ვერ ვხედავ“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 „ევროპელებშიც იმედგაცრუება ნელ-ნელა გროვდება, ორივე მხარე საკუთარ ეგოისტურ პოზიციებს იმყარებს“ - კახა გოგოლაშვილი