ანალიტიკა

„ევროპელებშიც იმედგაცრუება ნელ-ნელა გროვდება, ორივე მხარე საკუთარ ეგოისტურ პოზიციებს იმყარებს“ - კახა გოგოლაშვილი

საერთაშორისო ექსპერტი
კახა გოგოლაშვილი
1617183283
დაკოპირებულია

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების, ევროკავშირის რეაქციისა და არსებული ვითარებიდან გამოსვლის შესახებ საუბრობს.

როგორც კახა გოგოლაშვილმა აღნიშნა, მხარეების პოზიციები ხისტი და შეუვალია. ექსპერტის განცხადებით, მხარეებს თუნდაც ევროკავშირის პატივისცემის ნიშნად მაინც შეეძლოთ მეტი მოქნილობა გამოეჩინათ.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ შეთანხმება ვერ შედგა. პოზიციები ზედმეტად ხისტია. ვფიქრობ, შეეძლოთ გამოეჩინათ ცოტა მეტი მოქნილობა, როგორც მინიმუმ გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირისთვის პატივისცემის ნიშნად მაინც.

რაც შეეხება ევროკავშირის რეაქციას, ჩემი აზრით, ევროკავშირი არ არის სულსწრაფი აქტორი, რომელსაც უნდა სწრაფად მიაღწიოს შედეგებს ჩვენგან განსხვავებით. ევროკავშირში მოთმინების ძალიან დიდი რესურსი და რეზერვია, მითუმეტეს, თუ დავაკვირდებით რა ხდება ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. ევროკავშირი პრობლემებს ძალიან კარგად ხედავს უკრაინასა და მოლდოვაში, ასევე კიდევ სხვა ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი.

იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ლიდერებად ითვლებიან იქაც ძალიან დიდი პრობლემებია, მაგალითად მოლდოვაში პარლამენტი პრორუსულია. პროევროპული პრეზიდენტი ახლახან აირჩიეს. ამიტომ, ევროკავშირისთვის ეს ყველაფერი ახალი არ არის და არც გასაკვირია, რომ პოსტ საბჭოთა სივრცეში, არის ქვეყანა საქართველო, რომელიც წინ კარგად მიდიოდა, მაგრამ რაღაც მომენტში კრიზისში შევიდა და მისი სუსტი მხარეები გამოჩნდა“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

გოგოლაშვილის თქმით, ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია ის ფაქტი, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

კახა გოგოლაშვილი აცხადებს რომ მხარეებს შორის შეთანხმება რომ მიღწეულიყო, არა რომელიმე მხარე, არამედ საბოლოო ჯამში, საქართველო მოიგებდა.

„პოლიტიკურ პარტიებს საკმარისი არც ნება, არც გამოცდილება, არც სხვა თვისებები გააჩნიათ შეძლონ დაძლიონ ეს კრიზისი. ეს გამოჩნდა და ევროკავშირი იმუშავებს იმაზე, რამენაირად შეძლოს საქართველოს დაეხმაროს ამ სირთულეების გადალახვაში. თუ ამას ვერ მოახერხებს, მგონია შეეგუება იმას, რომ საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ იქნება სრულყოფილი დემოკრატია დამყარებული.

ჩვენთვის ეს ძალიან დამაზიანებელია, ჩვენ გვეჩქარება, რომ ევროკავშირში განაცხადი შევიტანოთ. ჩვენ ნაკლები დრო გვაქვს, ვიდრე ევროკავშირს. შეთანხმება, რომ მიღწეულიყო, როგორც არ უნდა დაზარალებულიყო რომელიმე მხარე თავისი გაგებით, საბოლოო ჯამში, საქართველო აუცილებლად მოიგებდა. ის აჩვენებდა, მაგალითს იმისა, რომ ეს არის ერი, რომელსაც შეუძლია კომპრომისების მიღწევა და დემოკრატიის დამყარება.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უფრო ნათლად გამოჩნდებოდა ანუ უფრო მეტი მხარდაჭერა გაჩნდებოდა ევროკავშირში, მაგალითად როცა საქართველო 2024 წელს შეიტანს განაცხადს, რომ პოზიტიური შეფასება მიეცათ“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

Pia.ge-ს კითხვაზე - იმ ფონზე, როცა არცერთი მხარე პოზიციების დათმობას არ აპირებს და ვერ ვნახეთ კომპრომისისკენ გადადგმული ნაბიჯები, რა გზით შეიძლება ქვეყანა არსებული ვითარებიდან გამოვიდეს, გოგოლაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, მესამე ძალა გამოჩნდეს და ხალხმა მთელი ძალაუფლება გადააბაროს მათ.

როცა კარგად დაინახავენ, რომ მათი რეიტინგები ეცემა და ალბათ, სხვა ძალები ეცდებიან დაიკავონ მათი ადგილი, გნებავთ ოპოზიციაში და გნებავთ, კონკურენცია გაუწიონ მმართველ ძალას, ამის ეშინიათ მარტო. დაკარგონ ძალაუფლების პერსპექტივა ან თავად ძალაუფლება მხოლოდ ეს აშინებთ.

ეს მომენტი დადგება, რადგან ხალხში იმედგაცრუება აშკარაა. ევროპელებშიც იმედგაცრუება ნელ-ნელა გროვდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მოთმინება გააჩნიათ და მიზანი აქვთ, რომ საქართველოს ტრანსფორმაცია მოახდინონ, დემოკრატიული ქვეყანა გახადონ.

მარტივი მაგალითი, რომ ვთქვათ ნიკა მელიას საკითხი. ეს გირაო გადაიხადონ, ნუ შეწირავენ და ნუ გადააყოლებენ საქართველოს მომავალს იმის დემონსტრირებას, რომ მთავარია, მელიამ მოიხსნა თავისი სამაჯური და ხალხში გადააგდო.

ხომ შეიძლება, თქვან „ჩვენ არასამართლიანად ვთვლით ამ გირაოს გადახდას, მაგრამ ჩვენი ხალხის პატივისცემიდან, შეთანხმების პერსპექტივის აუცილებლობიდან გამომდინარე და უფრო დიდი ფასეულობების გამო, ვიხდით ამ გირაოას“. მგონია, რომ ოპოზიცია ცოტა არასწორი მიმართულებით არის ამ საკითხში გაჩერებული“, - აღნიშნა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც ოპოზიცია ასევე ხელისუფლება თავის ეგოისტურ პოზიციებს იმყარებს.

გოგოლაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ორივე მხარე წაგებულია.

„ერთი მხარე და მეორე მხარე თავის ეგოისტურ პოზიციებს იმყარებს და ვიდრე საერთო, სახალხო ინტერესს. საბოლოო ჯამში ორივე წააგებს, ნებისმიერი მესამე ძალა, რომ გამოჩნდეს, რომელიც ასე თუ ისე ესიმპათიურება ხალხს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ მთელი ძალაუფლება ამ ხალხმა ჩაუგდოს ხელში შესაძლოა, პოპულისტურ ძალას.

ჩვენ ძალიან გაგვიმართლებს თუ ნორმალური დემოკრატიული ძალა გამოჩნდება, რომელიც თანმიმდევრულ პოლიტიკას გაატარებს“, - დასძინა კახა გოგოლაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველი გუნდის ლიდერებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკების პროცესში ჩართულმა ევროპელმა მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა საქართველო დღეს დატოვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ ულტიმატუმებით ჩაკეტა დიალოგი

👉 პრეზიდენტი: კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება

👉 გახარია: რადიკალიზმი ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე, „ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერი ნიკა
მელია Pia.ge

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია რომ ციხეში ზ...

„ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 141 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1618689111

ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გაძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშებად იქნენ ცნობილი.

1618686529

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

1618683713

ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა შიშველი პუტინის ფიგურა დასვეს ოქროს უნიტაზზე.

1618682670
უმრავლესობის წევრი
ირაკლი კობახიძე, 2020 წ.

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყ...

„შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

1618673327
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინი...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა ადამიანმა გაიკეთა.

1618671412
30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სააღდგომო...

სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“...

დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.