მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლადო კახაძე: მე, როგორც ექიმს, კარგზე ფიქრის დრო არ მაქვს 

ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე

„ძალიან დამაიმედებელი სიტყვები იყო, რომ ჯანმრთელობის გარშემო კონსოლიდირება ერთ-ერთი პრიორიტეტია თქვენს პროგრამაში, რადგან მედიცინას სჭირდება სახელმწიფოს გვერდზე დგომა“,- ასე მიმართა პარლამენტის წევრმა ვლადიმერ კახაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მას შემდეგ, რაც მან სამთავრობო პროგრამა წარუდგინა პარლამენტს.

დეპუტატის თქმით, დღეს მსოფლიოს სტრატეგია არის ჯანმრთელობა.

„პანდემიამ აჩვენა, რომ მსოფლიო გაერთიანდა ჯანმრთელობის გარშემო. ჯანმრთელობის გარშემო უნდა მოხდეს ეკონომიკის, განათლების, სამართლის - ყველა მიმართულების კონსოლიდირება და თავმოყრა ყველა პოტენციალის.

დიდმა გამოწვევამ ჩვენს კერძო სექტორს დიდი გამოცდა მოუწყო, მადლობა უნდა ვუთხრა კერძო სექტორში დასაქმებულ ყველა ადამიანს, ვინც თავისი პოტენციალი და რესურსი მოახმარა ქვეყნის რთული მდგომარეობიდან გამოსვლას და ვფიქრობ, კარგი შეთავაზება იყო ის საკანონმდებლო ლიბერალიზაცია, რომელიც საგადასახადო პოლიტიკას შეუწყობს ხელს, როგორც მათ განვითარებას, ასევე ინვესტიციების მოზიდვას ამ სფეროში, მაგრამ მე როგორც ექიმს, კარგზე ფიქრის დრო არ მაქვს, ყველა ექიმი ფიქრობს გართულებაზე, რამე არ დაგვემართოს და ვიფიქროთ წინასწარ და სამარქაფო პოტენციალი შევუქმნათ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

ერთი დახმარება მინდა გავუწიოთ კერძო სექტორს, სახელმწიფო კომპონენტის, სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერება, იმიტომ, რომ ახლა ბიოლოგიურ შეტევას გავუძელით, ღმერთმა დაიფაროს და მოხდეს რამე სტიქიური გამოწვევა, მოხდეს სხვა კონფლიქტები, მედიცინას სჭირდება სახელმწიფოს გვერდზე დგომა“,- განაცხადა დეპუტატმა.

მან პრემიერ-მინისტრს კითხვით მიმართა - „როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერების სტრუქტურულ კომპონენტზე, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე მის საკადრო პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი პოტენციური პაციენტები ვართ. ამიტომ მედიცინაში ფული უნდა ჩაიდოს არა გაკეთებულ საქმეში, არამედ გასაკეთებელ საქმეში. ეს გასაკეთებელი საქმე შეიძლება ბევრი ჰქონდეს მედიცინას“.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑სერგეენკო: მედიკამენტებზე კატასტროფული დანახარჯების შესამცირებლად საჭიროა ხისტი გადაწყვეტილებები

🛑პრემიერი: მიდგომა - ან ყველაფერი, ან არაფერი, დემოკრატიული არ არის

🛑დღეს, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს