მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაშა დარსალია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ განაჩენს ცალსახა პროვოკაციას უწოდებს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 2020

სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო საზოგადოებასთან საუბრობს, თითქოს, მას სურს ვითარების დათბობა და დიალოგი, მეორე მხრივ კი, აგრძელებს პროვოკაციებს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ესაა ცალსახა პროვოკაცია.

„ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ადამიანის უფლებათა ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ეს კონკრეტული შემთხვევაც არის ნაბიჯი, შემდგომი პროვოკაციებისკენ და ვითარების დესტაბილიზაციისკენ.

ესაა იმ ჰიბრიდული ოპერაციების ნაწილი, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს. ამის მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, დანერგოს ნიჰილიზმი, გამოიწვიოს ვითარების დესტაბილიზაცია და ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთის ფედერაციის ასეთი დესტრუქციული ნაბიჯები დაუსჯელად ჩაივლის.

რა თქმა უნდა, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, პარტნიორების აქტიური ჩართულობით, ჩვენ უკვე ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახებს. ყველა საერთაშორისო მექანიზმი ამოქმედდება, რათა რუსეთმა რაც შეიძლება მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს“ - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას რომ მიიღონ ქმედითი ზომები ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად

👉 ზაზა გახელაძის ოჯახი უკანონო განაჩენის გასაჩივრებას აპირებს