მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიეტუვა სეიმის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ლიდერებს ხვდება

ლიეტუვას სეიმის წევრი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ხვდება

ლიეტუვას სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში  პარტიის ლიდერებს ხვდება. 

როგორც ცნობილია პარტიის წევრების სეიმის წევრს საკუთარ მოთხოვნებს გააცნობენ და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ იმსჯელებენ.

„შეხვედრა დაეთმობა მიმდინარე საკითხებს. რა თქმა უნდა განხილული იქნება ნიკა მელიას პოლიტიკური დევნის საკითხები. ასევე განხილული იქნება ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანაა. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის მოლაპარაკებების გაგრძელება.

ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვიმსჯელოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე, ოღონდ რა თქმა უნდა წინასწარ განსაზღვრული უნდა იყოს რა თემებზე ვმსჯელობთ და ეს არის რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა პოლიტსაბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას სეიმის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან შეხვედრამდე პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ დროებით გადადო. უწყებას არ დაუკონკრეტებია, რა დროით გადაიდო ნიკა მელიას დაპატიმრება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ნიკა მელია: ხვალიდან ჩვეულებრივად ვმუშაობ, მექნება შეხვედრები, მოსკოვის პროსპექტზე გასვენებაში მივდივარ

✔️ „ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ამ ოფისიდან ჯერ ფეხი არ მოიცვალოს“ - გია ბარამიძე