მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: ხვალიდან ჩვეულებრივად ვმუშაობ, მექნება შეხვედრები, მოსკოვის პროსპექტზე გასვენებაში მივდივარ

მელიას კომენტარი ჰარცელის კომენტარზე

„ხვალიდან ჩვეულებრივად ვმუშაობ, მექნება შეხვედრები, მოსკოვის პროსპექტზე გასვენებაში მივდივარ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ხვალ ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან პარტიის ოფისში შეხვედრას გამართავს.

„10:30 საათზე მაქვს შეხვედრა ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც ხვალ დილით ჩამოფრინდება თბილისში. გაიმართება შეხვედრა. მოდის პარტიის ოფისში. ამის შემდეგ ვაპირებ გასვენებაში მისვლას, იქიდან მოსვლას. შემდეგ შეხვედრების გამართვას. ჩვეულებრივად ვმუშაობ. მოსკოვის პროსპექტზე მივდივარ ხვალ გასვენებაში. დათო ჟღენტს გარდაეცვალა ბაბუა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ დროებით გადადო.

უწყებას არ დაუკონკრეტებია, რა დროით გადაიდო ნიკა მელიას დაპატიმრება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ვახო მეგრელიშვილი: მელიას დაჭერის გადაწყვეტილებამ პრემიერი დაგვაკარგინა

„ირაკლი ღარიბაშვილს მელიას დაკავების მცდელობა ექნება, მაგრამ ეს მის სასარგებლოდ არ დასრულდება“ - უდუმაშვილი

„ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ამ ოფისიდან ჯერ ფეხი არ მოიცვალოს“ - გია ბარამიძე