მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა.

ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელიც „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა, დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„მადლობელი ვართ ამ ვიზიტისთვის. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

პირველ რიგში ეს არის კანონის უზენაესობის პრობლემები, სასამართლო ხელისუფლების და დემოკრატიული მმართველობიდან უკუსვლის მიმართულებით. აგრეთვე ყურადღება გავამახვილეთ იმაზე თუ რამდენად გახლავთ საფრთხე დემოკრატიული განვითარებისთვის არაფორმალური მმართველობა.

საქართველოს უმთავრესი კოზირი გახლავთ, რომ ქვეყანა ყოველთვის იყო დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამიტომ გამოირჩეოდა და იღებდა დახმარებას აშშ-დან.

ყურადღება გამახვილებული იყო ანაკლიის პორტის ჩაშლაზეც“, - განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ნინო ევგენიძემ.

სახელმწიფო მდივანი საქართველოში გუშინ, 17 ნოემბერს ჩამოვიდა.

მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს ელჩი ამერიკაში, დავით ბაქრაძე და ამერიკის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

მაიკ პომპეომ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა უკვე გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და კათოლიკოს-პატრიარქთან.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 პატრიარქი მაიკ პომპეოს შეხვდა (ვიდეო)

👉 ზალკალიანი: ვფიქრობ, ეს შეხვედრა მნიშვნელოვან შედეგებს მოგვიტანს