მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა ხაზარაძე: კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალი არის 2022-ში სრულად პროპორციული, დაბალბარიერიანი არჩევნების ჩატარება

ხაზარაძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალი  2022-ში გაზაფხულზე სრულად პროპორციული, დაბალბარიერიანი არჩევნების ჩატარებაა. 

„არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არის ერთადერთი 6 პუნქტზე უნდა მოხდეს შეთანხმება. იმიტომ კი არა, რომ ეს ოპოზიციას უნდა, იმიტომ რომ ეს ჩვენს სამშობლოს უნდა.

ჩვენ ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლა გვჭირდება, ამიტომ მე მინდა მოგმართოთ „ოცნების“ წარმომადგენლებო ამ ფუჭ ლაპარაკს „შემოდით პარლამენტში“ გაიარა უკვე მაგ მატარებელმა, არავინ არ შემოვდივართ ამ პარლამენტში, გვაქვს საკმაოდ სერიოზული არგუმენტები.

იმ 4 პუნქტს თუ აქამდე ოპოზიცია ითხოვდა ფასილიტატორების მაგიდასთან, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა 6 პუნქტი თვითონ დაწერა და დაემატა ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი, რომელმაც ეს ქვეყანა მიიყვანა მნიშვნელოვან კრიზისამდე, ესაა სასამართლო რეფორმა, იუსტიციის საბჭო და მოსამართლეების დანიშვნა.

ამ კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალი არის 2022-ში გაზაფხულზე სრულად პროპორციული, დაბალბარიერიანი არჩევნების ჩატარება.

პლებისციტი ეს არის ტაქტიკა და გზა იმისა, თუ როგორ უნდა მიიღონ ადამიანებმა საკუთარი გადაწყვეტილება. ვინც ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება, მე ვფიქრობ, არის სწორი და მშვიდობიანი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ლელოს“ აქვს საკუთარი სტრატეგია, პარტია წინააღმდეგია ნიკა მელიას დაპატიმრების.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ეს რევანში ამ ქვეყანას არსად არ მიიყვანს. ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ისეთი არჩევნები, სადაც ეჭვი არავის არაფერში შეეპარება.

ღარიბაშვილს აქვს ისტორიული შანსი რომ მოახდინოს გარღვევა, ჩვენი ქვეყნისთვის.

გარღვევა არის შესაძლებელი, ნუ იტყუებით, ნუ გაქვთ ჩართული პროპაგანდისტული მანქანა.

აქციები გაგრძელდება, მაგრამ პიკეტირება არის ძალიან ცუდი. მშვიდად ველოდებით მმართველი პარტიის წინადადებას, იმედი მაქვს და არ გავჩერდებით სანამ ამ ქვეყანას ნორმალურ გზაზე არ დავაყენებთ“- აღნიშნა ხაზარაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ამის ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები“- მამუკა ხაზარაძე

✔️„ღარიბაშვილს ლეგიტიმაცია თუ უნდა, დადგეს ოცნების სიის პირველ ნომრად, მაგრამ არჩევნების მოგების შანსი არ აქვს“ - ზურაბ ჯაფარიძე

✔️თალაკვაძე: რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს პირობას ვასრულებთ და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი ინიცირდება