მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მელიასთვის გირაოს გადახდის შემთხვევაში, შევთავაზეთ 20 ივნისის საქმეზე ამნისტია“ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Pia.ge

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების რაიმე პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, მათ ოპოზიციას შესთავაზეს გირაოს გადახდის სანაცვლოდ 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის კანონის მიღება, თუმცა მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს.

„ბატონი დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავდა ჩვენს შეთავაზებას ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით. კერძოდ, დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც გირაოს გადახდის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას, თუმცა ოპოზიციამ ეს შეთავაზება არ მიიღო.

რაც შეეხება საარჩევნო ცვლილებებს "ქართული ოცნება" უახლოეს მომავალში საკუთარი პასუხისმგებლობით ოპოზიციის რადიკალური ნაწილთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშეც განახორციელებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელებს მართლმსაჯულებაში ცვლილებებსაც, რომელიც ასევე შეტანილი იყო კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

შვედი დიპლომატის თქმით, მის მიერ შეთავაზებული პუნქტები მისაღები არცერთი პარტიისთვის არ იყო. დანიელსონმა ასევე აღნიშნა, რომ მისი წინადადება გასაჯაროვდება.

იხილეთ აგრეთვე:

✅კრისტიან დანიელსონი: სამწუხაროდ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გეგმა არ მიიღო

✅„მინდა მივმართო ქართველ ხალხს, სრულად ვიზიარებ თქვენს იმედგაცრუებას“ - კრისტიან დანიელსონი

✅რა ეწერა დანიელსონის შეთავაზებაში? - სრული ტექსტი