მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ვაშაძეს უპირისპირდება

სტრატეგია აღმაშენებელი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა გაერთიანებულ ოპოზიციაში ერთობა დაარღვიეს.

„თავად გამოვიდნენ ამ ერთობის დამრღვევებად, აბსოლუტურად არარელევანტური მიზეზის გამო, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სავალდებულო დასახელება ყოფილიყო მისი სახით. პარტიულ სიაში კი, 10 მანდატი მოითხოვა. ჩვენთვის ეს მიუღებელი იყო, მთავარია ამ არჩევნების დროს ვკონცენტრირდეთ ამომრჩევლების პრობლემებზე და არა თანამდებობების გადანაწილებაზე“,- აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, საბურთალოს საარჩევნო ოლქში, „სტატეგია აღმაშენებლის“ წევრი თაკო ჩარკვიანის კანდიდატი ისე წარადგინეს, რომ ამაზე გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეთანხმება არ ყოფილა.

ლევან ბეჟაშვილი აქვე დასძენს, რომ გაუმართლებელია 2%-იან პოლიტიკურ ძალას თბილისში ორი მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავდეს.

გიორგი ვაშაძის კანდიდატურა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ისნის საარჩევნო ოლქში წარადგინა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი, მას შესაძლოა მხარი აღარ დაუჭიროს და აღნიშნულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.

ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 8 ოლქში ერთიანი კანდიდატები წარადგინა:

ვაკე - ელენე ხოშტარია, მთაწმინდა - შალვა შავგულიძე, ისანი - გიორგი ვაშაძე, სამგორი - ლევან ხაბეიშვილი, ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი, გლდანი - ნიკა მელია, საბურთალო - ირაკლი ოქრუაშვილი. დიდუბე-ჩუღურეთში „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი, მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.