მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩაინიშნება! 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიები მორიგ შეხვედრას მართავენ. 

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ჟურნალისტებთან აცხადებს, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩაინიშნება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩაინიშნება. ნებით, თუ ძალდატანებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ბუნებაში ახალი არჩევნების გარდა, გამოსავალი არ არსებობს, რომელიც ამ კრიზისს დაძლევს“,- აღნიშნა ნიკა მელიამ.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება.

„შემდეგი ფაზაა მუშაობა საზოგადოებასთან და ყველასთან ჩვენი გზავნილის მიტანა - რატომ არის ვადამდელი არჩევნები ერთადერთი სწორი გზა ქვეყნისთვის, ამის ალტერნატივა კატასტროფაა ქვეყნისთვის.

ვისაც ძალაუფლება აქვს, ეუბნება ხალხს, რომ არჩევნებს ვაუქმებ, თუ ეს გაუვიდა, რჩება 2 სცენარი - დიქტატურისკენ სვლის შეგუება, ან ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუცია. ჩვენ არცერთი არ გვსურს. ამიტომ გვსურს, ვადამდელი ნორმალური არჩევნები“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑 ნინო ბურჯანაძე: თუ აქციები დაიწყება, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება

🛑 წულუკიანი: პოლიტიკური მორალის თემაა, როდესაც პარტია მანდატზე უარს ამბობს და ხალხის ჯიბიდან ფულის წაღება უნდა

🛑 ელისაშვილი: ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შანსი სულ უფრო მცირდება